ბლოგის შესახებ

მოგესალმებით,

ჯერჯერობით ახლა ვიწყებ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვან პროექტს არამარტო ჩემთვის, არამედ საერთოდ.

მინდა ბევრ რამეზე ვისაუბრო, განვიხილო ბევრი რამ არამარტო თეორიულ, არამედ პრაქტიკულ ჭრილში, შემოგთავაზოთ არამარტო თეორიული მასალა, არამედ მოგცეთ გარკვეული პრაქტიკული რჩევებიც.

ვეცდები ბლოგი იყოს დაწერილი პოპულარულ ენაზე და ერთნაირად საინტერესო იყოს სამუშაოს მაძიებლებისთვის, დასაქმებულთათვის, თუ დამწყები ან გამოცდილი HR მენეჯერებისთვის.

დროდადრო შემოგთავაზებთ ანალიტიკურ სტატიებს აქტუალურ თემებზე, ასევე ინტერვიუებს და რეკომენდაციებს წამყვანი პრაქტიკოსი HR მენეჯერებისგან.

ასევე დავაკმაყოფილებ  თქვენს ცნობისმოყვარეობას ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, გარდა ჩემი პიროვნებისა.  მე ვეცდები გარკვეული დროით (ბოლომდე ეს არასდროს ხერხდება ხოლმე) ანონიმურობა შევინარჩუნო.

აბა წარმატებულ ბლოგ surfing-ს გისურვებთ.

პატივისცემით,

ბლოგის ავტორი და პრაქტიკოსი ეიჩარი