რაზე ვისაუბრებთ ბლოგზე

by hrming

გამარჯობა,

დამეთანხმებით, რომ ბევრი გვაქვს სალაპარაკო. სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი რით დავიწყო. ამიტომაც დავიწყებ იმაზე საუბარს საერთოდ, ამ ბლოგის ფარგლებში რაზეც მინდა გესაუბროთ. რა გახდა ამ ბლოგის შექმნის მიზეზი და რა მიზანი აქვს ავტორს, ანუ მე.

პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ წერის სურვილმა და სამსახურთან წერის (ჟურნალისტიკის) შეუთავსებლობამ განაპირობა ამ ბლოგის შექმნა, ანუ სამსახურზე წერას ნაკლები ინტელექტუალური აქტიობა ჭირდება და დროც, ვინაიდან სხვა თემაზე გონების გადაწყობა კიდევ ნებელობას, გარკვეულ ენერგიას და შესაბამისი განწყობის შექმნას მოითხოვს. რისი უნარიც სამწუხაროდ აღარ შემრჩა.

თემები პირობითად გაიყოფა ორ ნაწილად, პრაქტიკა და თეორია. პრაქტიკულ რჩევებში (დასაქმებულთათვის, თუ დასასაქმებელთათვის )გავა – 1. საუკეთესო CV-ს ფორმა, მისი აწყობის ხელოვნება და ხშირად დაშვებული შეცდომები, მნიშვნელოვანი პუნქტები და ა.შ; 2. გასაუბრებაზე მოქცევის, ჩაცმის და საუბრის წესი და ხშირად დაშვებული შეცდომები; 3. რის შესახებ უნდა ისაუბროთ გასაუბრებაზე და რა ჯობს საერთოდ არ ახსენოთ; 4. როგორ მოიქცეთ სამსახურში მიღებამდე და ხელშეკრულების გაფორმებისას; 5. თქვენი უფლებები და მოვალეობები სამსახურში; 6. ადაპტაცია და შეგუება და ა.შ.

ასევე პრაქტიკული რჩევები იქნება ეიჩარ მენეჯერებისთვის, მათ შორის: 1. ვაკანსიის შესაფერისი აპლიკაციის შექმნა; 2. კადრების მოძიება; 3. რეზიუმეების გაფილტვრა; 3. კანდიდატებთან დაკავშირება; 4. ტესტის შერჩევა ან შექმნა/ 4.1. გასაუბრებაზე მოქცევის, ჩაცმის და საუბრის წესი; 5. ანაზღაურების განსაზღვრა და კანდიდატისთვის ოჶერის გაკეთება; 6.  დაწუნებულ კანდიდატებთან დაკავშირება და ვაკანსიის დახურვის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; 7. კანდიდატთან ხელშეკრულების გაფორმება; 8. ადაპტაციის გეგმის პირველი ეტაპის შესრულება; 9. მოლოდინების კვლევის კითხვარის შემუშავება და კანდიდატისთვის ჩატარება;

მოვყვე კიდევ? კმაყოფილების კვლევები, ბონუსების სისტემები, შესრულებული სამუშაოს სისტემა, სამუშაო აღწერილობები.

ამას გარდა, ვისაუბრებ ინტერნეტ რესურსებზე, რომელთა გამოყენებაც გაამარტივებს თქვენს ცხოვრებას, იქნება ეს სოციალური ქსელი, საიტი სადაც ვაკანსიას განათავსებთ თუ საიტი, რომელზეც დაგხვდებათ სამუშაო აღწერილობათა დრაჶტები.

ამას გარდა, ვეცდები შემოგთავაზოთ ანალიტიკური სტატიები უმუშევრობის, ინფლაციის და სხვა სახელმწიფო პრობლემების შესახებ, რომელიც ასე უშუალოდ ზემოქმედებს თითოეული ჩვენგანის სამუშაოზე.

არ ვიცი რამდენად მოვახერხებ, მაგრამ აუცილებლად ვეცდები ავტვირთო ქართული სამეცნიერო ლიტერატურა ეიჩართან დაკავშირებით. დანამდვილებით კი იმას გპირდებით, რომ უცხოური ლიტერატურა (კარგი უცხოური ლიტერატურა) ნამდვილად დაიდება ამ ბლოგზე. ვეცდები, მაგრამ ამას უკვე აღარ გპირდებით, გარკვეული ლიტერატურა თვითონ ვთარგმნო და მოგაწოდოთ.

ჰო, და კიდევ ერთი, რასაც გპირდებით, ისაა,  რომ ბლოგზე დაიდება ამ სფეროში მომუშავე ეიჩარებთან (და არა მარტო ეიჩარებთან) ინტერვიუები.

დიდი მადლობა წინასწარ, რომ ხართ (იქნებით) ჩემი ბლოგის მკითხველი.

მე, ჩემი მხრიდან, ვეცდები ვიყო სუბიექტური, მაგრამ კომპეტენტური.