ადამიანური რესურსის მენეჯმენტი

პრაქტიკოსი ეიჩარის ბლოგი

შერჩევის არასტანდartული მეთოდები

by hrming

დიდი დრო გავიდა მას მერე, რაც ბლოგზე ბოლოს სტატია გამოვაქვეყნეთ, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია და ამისთვის თავის გასამართლებელი მიზეზებიც გვაქვს. თავის გასამართლებელი მიზეზი კი ძირითადად ისაა, რომ ბლოგის ავტორები სამსახურიდან ისეთი დაღლილები ბრუნდებოდნენ, და რომ ისევ პროფესიულ თემაზე საუბარი, მათთვის თვითმკვლელობას ნიშნავდა.

დღეისთვის მე გადავწყვიტე თქვენთვის რეკრუტინგის არასტანდარტულ მეთოდებზე მომეყოლა, თავდაპირველად მინდოდა უბრალოდ სტატია მეთარგმნა, მაგრამ რომ დავაკვირდი, არასოდეს გამომდიოდა ისე თარგმნა, რომ საკუთარი კომენტარები არ ჩამერთო. ასე რომ, მოკლედ მოგიყვებით მეთოდების შესახებ, ალბათ თავს არ შევიკავებ რომ არ შევაფასო თითოეული მეთოდი, და საბოლოოდ ვეცდები შევაჯამო სტატია. ხომ უნდა მიხვდეთ რატომ ვთარგმნე საერთოდ ეს სტატია?

Read the rest of this entry »

როგორ მოვიქცეთ და რა ჩავიcvათ გასაუბრებაზე?

by hrming

ერთი შეხედვით ყველას ჰგონია, რომ გასაუბრება იმისთვისაა საჭირო, რომ თქვენი კვალიფიკაცია გამოსცადონ. გასაუბრების წინ თქვენ ფიქრობთ, რომ “გაგტესტავენ”, ჩამჭრელ კითხვებს დაგისვამენ, იმ ენაზე დაგელაპარაკებიან, რომელსაც აპლიკაციაში ითხოვდნენ და ა.შ. რეალურად, გასაუბრებების 90% ამ ყველაფრის გარეშე მიმდინარეობს. ეიჩარებს შეუძლიათ ტყუილისა და სიმართლის ამოცნობა ან უკიდურეს შემთხვევაში გადამოწმება. მთავარი, კი რაზეც გასაუბრების დროს უნდა იფიქროთ, არის ის, თუ რა შთაბეჭდილებას დატოვებთ, როგორ მოიქცევით, როგორ გეცმევათ და რას მოჰყვებით ან იკითხავთ გასაუბრებაზე. რიგ შემთხვევაში მოქცევის წესები, მე თუ მკითხავთ, ბუნებრივია და ადამიანს ეს ყველაფერი ისედაც თანდაყოლილი (ცხოვრების განმავლობაში ნასწავლი) უნდა ჰქონდეს, მაგრამ გამოცდილებამ მიჩვენა, რომ უმეტესად ასე არ არის. ამიტომაც გადავწყვიტე ამაზე პოსტის დაწერა.

გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე. ვიდრე უშუალოდ გასაუბრებაზე გადავიდოდე, ვახსენებ იმ შუა ეტაპს, რომელიც cv-ს შექმნასა და გასაუბრებას შორის არსებობს. კერძოდ, თქვენს რეზიუმეს ეცნობიან, ბეჭდავენ და შემდგომ გიკავშირდებიან. რა ინფორმაციის მატარებელია ეს ზარი? 1. გეუბნებიან კომპანიას, საიდანაც გიკავშირდებიან, 2. შეგახსენებენ ვაკანსიას, რაზეც გაგზავნილი გაქვთ cv, 3. გატყობინებენ დროსა და ადგილს, როცა შედგება შეხვედრა, ან გასაუბრება. ანუ. თქვენ უნდა დაიმახსოვროთ სამი რამ, რომელი კომპანიიდან დაგიკავშირდნენ, რა ვაკანსიასთან დაკავშირებით და სად უნდა მიბრძანდეთ და როდის (ხანდახან ემატება მეოთხე – თუ ვისთან გექნებათ შეხვედრა). ერთი შეხედვით ამ ყველაფრის დამახსოვრება ძალიან ადვილია, ჩემი გამოცდილებით კი ადამიანებს ხშირად ავიწყდებათ ამ სამი კომპონენტიდან ორი მაინც, მათ შორის ხშირად დროც და ადგილიც. Read the rest of this entry »

როგორ გავCVდეთ ეფექტურად

by hrcreative

ზაფხული მუშაობისთვის ყველაზე შეუფერებელი პერიოდია. ამ დროს გინდა სადმე გრილად, შენს მეგობრებთან ერთად ინებივრო, არაფერზე იფიქრო, ცხოვრება მშვენიერია ამ დროს. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სულ მალე გავა ზაფხული და აღმოჩნდება რომ ჩვენს ირგვლივ ყველა სადღაც მიეშურება, ზოგი სიხარულით, ზოგი – ნაკლებად, მაგრამ ყველას თავისი საქმე აქვს – მუშაობს. შენც გაგიჩნდება ძალიან მალე მუშაობის სურვილი, საკუთარი ფულის გარდა ამის მიზეზი ისიც იქნება, რომ აღმოაჩენ ერთ დღესაც – ყველა შენი მეგობარი დაკავებულია და გარშემო არავინაა, ვისაც თავისუფალი დრო აქვს შენთან ერთად უსაქმურობისთვის. ამიტომ, დროა შეიმუშავო კარგი  CV და გაეშურო შენც ბედის საცდელად. ამაში კი შევეცდები მე დაგეხმაროთ. სულ მალე გაილევა ეს ცხელი აგვისტოც, სექტემბერი კი ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია ახალი საქმიანობების წამოწყებისათვის.

მოდით, გადავიდეთ უშუალოდ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს CV და რას ექცევა ყურადღება მათი გადარჩევისას. Read the rest of this entry »

ახალი ავტორი ბლოგზე

by hrming

უბრალოდ მინდოდა თქვენთვის მეხარებინა, რომ ბლოგს დაემატა კიდევ ერთი ავტორი და რედაქტორი, რომელიც უახლოეს მომავალში ბლოგის მკითხველებს ახალ პოსტს შესთავაზებს. დღეს ან ხვალ ელოდეთ ბლოგზე ორ ახალ პოსტს აქტუალური თემების შესახებ.

 

რაზე ვისაუბრებთ ბლოგზე

by hrming

გამარჯობა,

დამეთანხმებით, რომ ბევრი გვაქვს სალაპარაკო. სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი რით დავიწყო. ამიტომაც დავიწყებ იმაზე საუბარს საერთოდ, ამ ბლოგის ფარგლებში რაზეც მინდა გესაუბროთ. რა გახდა ამ ბლოგის შექმნის მიზეზი და რა მიზანი აქვს ავტორს, ანუ მე.

პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ წერის სურვილმა და სამსახურთან წერის (ჟურნალისტიკის) შეუთავსებლობამ განაპირობა ამ ბლოგის შექმნა, ანუ სამსახურზე წერას ნაკლები ინტელექტუალური აქტიობა ჭირდება და დროც, ვინაიდან სხვა თემაზე გონების გადაწყობა კიდევ ნებელობას, გარკვეულ ენერგიას და შესაბამისი განწყობის შექმნას მოითხოვს. რისი უნარიც სამწუხაროდ აღარ შემრჩა.

თემები პირობითად გაიყოფა ორ ნაწილად, პრაქტიკა და თეორია. პრაქტიკულ რჩევებში (დასაქმებულთათვის, თუ დასასაქმებელთათვის )გავა – 1. საუკეთესო CV-ს ფორმა, მისი აწყობის ხელოვნება და ხშირად დაშვებული შეცდომები, მნიშვნელოვანი პუნქტები და ა.შ; 2. გასაუბრებაზე მოქცევის, ჩაცმის და საუბრის წესი და ხშირად დაშვებული შეცდომები; 3. რის შესახებ უნდა ისაუბროთ გასაუბრებაზე და რა ჯობს საერთოდ არ ახსენოთ; 4. როგორ მოიქცეთ სამსახურში მიღებამდე და ხელშეკრულების გაფორმებისას; 5. თქვენი უფლებები და მოვალეობები სამსახურში; 6. ადაპტაცია და შეგუება და ა.შ.

Read the rest of this entry »